Ecoline

ეკოლაინი - აერობული და ანაერობული გამწმენდი სისტემები

 

      

    ავტონომიური გამწმენდი სადგურები 

გამწმენდი ნაგებობები არის ელემენტი, რომელიც საჭიროა თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში. ამ ინჟინრულ გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე მნიშვნელოვანი დანიშნულება, როგორიცაა თქვენი სახლის წყლით,  ელექტროენერგიით და გათბობით უზრუნველყოფა. ჩვენმა ევროპელმა მეზობლებმა უკვე დიდი ხანია შეცვალეს სანაგვე ორმოები  ლოკალური გამწმენდი ნაგებობებით. ახლა თქვენი ჯერია იზრუნოთ სისუფთავეზე ტქვენი საცხოვრებელი სახლის გარშემო.

    სანაგვე ორმოს გამოყენება სრულიად ჩაბარდა წარსულს

შესაძლებელი რომ იყოს სანიაღვრეების სწრაფი დაბინძურების, ყველა მილიარდობით დაავადების გამომწვევი ბაქტერიისა და პარაზიტების დანახვა, ჩვენს წინაშე სანაგვე ორმოს გარშემო წარმოდგებოდა ჭუჭყის მუქი ლაქა, რომელიც ზედაპირზე ამოდის და მიწის ნაკვეთზე ვრცელდება.

  გამწმენდი ნაგებობების მუშა პროცესი დაფუძნებულია ბუნებრივ პროცესებზე რომლებიც ხდება ბიოლოგიური მასების გახრწნისას ბუნებაში. გამარტივებულად ეს პროცესი შესაძლებელია აისახოს შემდეგი სურათით: თავიდან ანაერობული ბაქტერიბი ( რომლებიც ჟანგბადის გარეშე იმყოფებიან ) შლიან მაღალმოლეკულარულ ორგანიკას მარტივ ორგანულ ნივთიერებად. მაგრამ ბუნებრივ პირობებში ეს პროცესი ნელა ვითარდება. "ეკოლაინ"-ის გამწმენდ ნაგებობებში გააზრებული ტექნიკური გადაწყვეტილებების წყალობით , ბაქტერიებისათვის იქმნება ოპტიმალური პირობები ჩამდინარე წყლების გასაწმენდად , რაც ხელს უწყობს პროცესის მრავალჯერ დაჩქარებას. გამწმენდ სისტემებს, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა კონფიგურაციები, იმის გათვალისწინებით, როგორი ჰიდროლოგიური პირობები გააჩნია იმ ადგილს, სადაც ისინია დამონტაჯებული.

    ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიური პროცესი ორ ეტაპს გადის:

 

 

 

პირველ ეტაპზე წყლის ნაკადი მიემართება წინა წმენდის სეპტიკში. სეპტიკის ძირიტადი დავალებააშემოსული დაბინძურებული ნაკადის შემცირება. ის წარმოადგენს მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის მონოლითურ ავზს. შემავალ მილს გააჩნია განსაკუთრებული კონუსური ფორმა და წვრილი ბოლოთი მიტრიალებულია ავზის კუთხისაკენ, შესასვლელში ჩამდინარე წყლების მოძრაობის შესანელებლად. გასასვლელში დაყენებულია მექანიკური მოსახსნელი ფილტრი, რომელიც სავსეა პუცოლანით (ვულკანური წარმოშობის ქვებით). სწორედ ის არის დალამვის ინდიკატორი, ასევე, პუცოლინი, თავისი მასიდან გამომდინარე, ანელებს სითხის სიჩქარეს სეპტიკის გასასვლელში. იქვე მდებარეობს კალიბრირებული ხვრელი (განშტოება), რომელიც იძლევა სიტხის გადინების რეგულირების საშუალებას „პიკის დატვირთვის“ დროს. გარდამავალი ნაწილი გათვალისწინებულია სეპტიკის ნაკადის 10% მისაღებად. ყველა ეს ელემენტი საშუალებას იძლევა სეპტიკში შეიქმნას ყველაზე მეტად ხელსაყრელი პირობები დადუღების ანაერობული პროცესის მიმდინარეობისთვის (ჩამდინარე წყლების წმენდა 65-70%-ით). ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესების დასაჩქარებლად, ჩამდინარე წყლებში ხდება მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობის აქტივატორის დამატება, რომელიც ბიოლოგიური წარმოშობისაა (ორ კვირაში ერტხელ იყრება ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობაში).

               

 მეორე ეტაპი (საბოლოო გაწმენდა) - ხორციელდება სადრენაჟე მინდორში ან აერობული გაწმენდის სეპტიკში.

 

 გაწმენდა საფილტრაციო-სადრენაჟე მინდორში.

საფილტრაციო-სადრენაჟე მინდორი - განსაკუთრებული წესით მოწყობილი სადრენაჟე მილების სისტემაა. ამ სისტემაში აერობული ბაქტერირბის ძირითადი ბაზა არის ღორღის შრე, რომელშიც განთავსებულია სადრენაჟე მილები, ხოლო ჟანგბადის შემოსვლა ხორციელდება ვენტილაციის გზით. სადრენაჟე მილების ჯამური სიგრძე იანგარიშება ერთი ადამიანზე 12 მეტრი, ხოლო თუ ნიადაგი ქვიშიანია - ერთ ადამიანზე 8 მეტრი.

  აერობული გაწმენდის სეპტიკი (სისტემა САД).

 

 

 

 

მოწყობილობის გარე კონსტრუქცია ისეთია, როგორიც ზემოტაღწერილი სეპტიკის. ავზის შუაში მოთავსებულია ჩარჩოები, რომლებზეც გაჭიმულია წვრილხაოიანი POLITEX-ის ტიპის სინთეტიკური ქსოვილი, რომლის ხაოებზეც ცხოვრობს აერობული მიკროორგანიზმების მრავალი კოლონია. ჰაერის მიწოდება, რომრომელიც საჭიროა მიკროორგანიზმების სიცოცხლისუნარიანობისათვის, САД-ში ხორციელდება კომპრესორით, - დიფუზორების საშუალებით, რომლებიც დამონტაჟებულია ქსოვილიანი ჩარჩოების ქვეშ.ჩამდინარე წყლები, რომლებიც გაწმენდილია САД-ში, შეიძლება ჩავუშვათ სანიაღვრე არხში ან დრენაჟში.