ცხიმის სეპარატორი

კატალოგი

მონტაჟი და მომსახურება

მუშაობის პრინციპი

სეპერატორების შერჩევა

ცხიმისშემგროვებელი

საერთო მონაცემები

ცხიმების და სახამებლების სეპარატორები განკუთვნილია ცხიმების მაღალი შემცველობის ტექნიკური წყლების გაწმენდისათვის. ასეთი ტიპის ჩამდინარე წყლების დაღვრა ართულებს ბიოლოგიური გაწმწნდითი პროცესის მიმდინარეობას , ასევე ნეგატიურად მოქმედებს ახდენს კანალიზაციის სისტემის სწორად ფუნქციონირებისათვის. მოცემული მოწყობილობა არის დინებადი , რაც ნიშნავს , რომ წყლის ცხიმების და საშუალო-სტაბილური ემულსიების სეპარაცია დანარჩენი ჩამდინარე წყლებისაგან ხდება მასში მექანიკური საშუალებით ჩამდინარე წყლების სეპარატორში გავლისას. სპეციფიკაციის ძალით მექანიზმის მოქმედებისას სეპარატორებს შეუძლია ნაწილობრივ შეაჩერონ მსუბუქი ლექვადი ნაწილაკები , რომელიც გროვდება ლექის შემგროვებელ კამერაში ნაგებობის ქვედა ნაწილში. ნომინალური მწარმოებლურობის სწორად შერჩევისას და ნომინალური დინების გავლისას , სეპარატორის მუშა ზედაპირი სავსებით საკმარისია იმისათვის რომ ცხიმის დიდი წვეთები ავიდნენ ზედაპირზე და შეერთდნენ ერთგვარ ფენაში. პოლონური კომპანიის წარმოების JPR SYSTEM ცხიმების სეპარატორები , განკუთვნილია ჩამდინარე წყლების გასაწმენდად , ნომინალური დინებისას 100ლ/წ. ასევე ცხიმების სეპარატორები სამზარეულოს ნიჟარებისთვის DG-501E მწარმოებლობით 0,5 ლ/წ.

მოთხოვნა და გამოყენების არეალი

საქართველოს კანონმდებლობა უმაღლეს დონეზე ითხოვს გამწმენდი ნაგებობების მწარმოებლებისაგან პროდუქციის ხარისხს , კერძოდ გრუნტის წყლების დაცვის სფეროში. დაშლილი ცხიმების ნარჩენები წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს გარემოსთვის. ამიტომ ჩვენი მოწყობილობა უნდა იყოს გამოყენებული იქ სადაც დაბინძურების ასეთი სახე განსაკუთრებით მაღალია , და სადაც მცენარეული და ცხოველური ცხიმების ასევე სხვა ცხიმოვანი სუბსტანციების განცალკევება დანარჩენ ჩამდინარე წყლებისაგან არის აუცილებელი პირობა. ასეთ ადგილებში შედის წარმოების და სავაჭრო ობიექტები , კერძოდ:

• კომერციული სამზარეულოები და გასტრონომიის მსხვილი საწარმოები , მაგალითად რესტორნები , სასტუმროები , ავტოსტრადაზე მომსახურე სადგურები;
• საკვების წარმოების კომპანიები.

ჩამდინარე წყლები მნიშვნელოვანი რაოდენობის ცხიმების შემცველობით ფორმაში რომელიც არ ექვემდებარება განცალკევებას ( ემულგირებულ ფორმაში ) , ისეთი ადგილებიდან როგორიც რძის ქარხანა , ყველის ქარხანა , თევზის დასამუშავებელი საწარმო და ა.შ. აღჭურვილია მხოლოდ ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობით შეიძლება ეფექტურად იყოს გაწმენდილი ცხიმების სეპარატორებში მხოლოდ გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ამ წყლებს შეიძლება სჭირდებოდეს დამატებითი დამუშავება. თუ ჩამდინარე წყლები შეიცავს სტაბილურ მყარ ნაწილაკებს , მაგალითად თევზის დამუშავების ქარხანაში , რომელიც ადვილად შეიძლება გაეცალოს მექანიკური საშუალებით , სალექარის გამოყენება ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი , მაგრამ ცხიმების სეპარატორის შემსვლელი ხვრელი აუცილებლად დაცული უნდა იყოს ასეთი ტიპის მყარი ნარჩენებისაგან სპეციალური ბადით. მათი პერიოდულად მოცილებაა საჭირო , თვითონ სეპარატორი კი გაირეცხოს სუფთა წყლით , რომ თავიდან ავირიდოთ მისი ლპობის საშიშროება.