სეპტიკის და სადრენაჟე მინდვრის მომსახურება
ჩამდინარე წყლების გაწმენდის მაჩვენებლები
გამწმენდი ნაგებობების მუშა პროცესი დაფუძნებულია ბუნებრივ პროცესებზე რომლებიც ხდება ბიოლოგიური მასების გახრწნისას ბუნებაში. გამარტივებულად ეს პროცესი შესაძლებელია აისახოს შემდეგი სურათით: თავიდან ანაერობული ბაქტერიბი ( რომლებიც ჟანგბადის გარეშე იმყოფებიან ) შლიან მაღალმოლეკულარულ ორგანიკას მარტივ ორგანულ ნივთიერებად. მაგრამ ბუნებრივ პირობებში ეს პროცესი ნელა ვითარდება. "ეკოლაინ"-ის გამწმენდ ნაგებობებში გააზრებული ტექნიკური გადაწყვეტილებების წყალობით , ბაქტერიებისათვის იქმნება ოპტიმალური პირობები ჩამდინარე წყლების გასაწმენდად , რაც ხელს უწყობს პროცესის მრავალჯერ დაჩქარებას.
სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყლების გაწმენდა " ეკოლაინ "-ის გამწმენდ ნაგებობებით ხორციელდება შემდეგი სქემით.
წინასწარი წმენდა ხდება სეპტიკში , შემგომი წმენდა კი საფილტრაციო-სადრენაჟე სისტემაში.
• გამწმენდი ნაგებობის ენერგოდამოუკიდებლობა;
• მოწყობილობის დაბალი თვითღირებულება;
• მაღალი გამძლეობა;
• ექსპლუატაციის სიმარტივე - სეპტიკის მყარი ნალექებისაგან გაწმენდა ( ამოტუმბვა ) ხდება 2-3 წელიწადში ერთხელ.
ამ შემთხვევაში წინაწმენდა ხდება სეპტიკში ( 65-75% ) , შემდეგი წმენდა კი ხდება საფილტრაციო-სადრენაჟე სისტემაში ( 95% ).
გამწმენდი ნაგებობეის ასეთი სქემა სასურველია:
• სეზონურად მაცხოვრებელთათვის;
• მუდმივად მცხოვრები პირებისთვის 6 მოსახლეზე;
• კარგი გამტარიანობის გრუნტების შემთხვევაში ( ქვიშა );
• გრუნტის წყლების დაბალი დონის შემთხვევაში.