აუზი

კომპანია “Desjoyaux” სამართლიანად წარმოადგენს ლიდერს კერძო და საზოგადოებრივი აუზების მშენებლობის სფეროში მთელ მსოფლიოში.
ცნობილია, რომ ყოველ 30 წუთში მსოფიოში შენდება “Desjoyaux”-ის ერთი ახალი აუზი.
დღესდღეობით ჯგუფი “Desjoyaux” მსოფლიოში აუზების წამყვანი მწარმოებელია, რომელიც წელიწადში 14 000 აუზის მიწოდებას ახორციელებს მსოფლიოს 5 კონტინენტზე და ყოველთვის საკუთარი იდეალების ერთგული რჩება.რაში მდგომარეობს ასეთი წარმატების საიდუმლო
ინოვაცია, რომელიც მოიცავს ორ სხვადასხვა ექსკლუზიურ კონცეპტს: ფიალის მონობლოკური სტრუქტურა და ფილტრაცია, რომელიც არ მოითხოვს მიწისქვეშა მილების რთული სისტემის გაყვანას, აერთიანებს აუზების აშენების ტრადიციული ოსტატობის ხარისხსა და წარმოების სამრეწველო მასშტაბებს. ეს ხსნის ნებისმიერი ფორმისა და ზომის აუზების შექმნის უსაზღვრო შესაძლებლობებს.
კიდული ფილტრი „Desjoyaux“
მოწყობილობის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აუზის მთელი მოწყობილობა კონცენტრირებულია მცირე ზომის მოხერხებული მოწყობილობის შიგნით. ის მოიცავს ტექნიკურ კამერას ტუმბოთი და ფილტრით, რომლის წყალობითაც საჭირო აღარ არის დამატებითი შენობების აგება, გრუნტში მილების სისტემის გაყვანა, რთული წყალგაყვანილობის სისტემის აგება, რაც იძლევა საშუალებას თავიდან იქნას აცილებული რისკი.
მოქმედების პრინციპი მარტივი და ეფექტურია. მძლავრი ტუმბოს არსებობა იძლევა აუზში წყლის მთელი მოცულობის გაწმენდისა და წყლის კრისტალური სისუფთავის გარანტიას -გაწმენდის დონე 6 მიკრონი. შედარებისთვის: ტრადიციული ქვიშის ფილტრი წმენდს წყალს 30 მიკრონამდე, ანუ ჩვენი ფილტრი წყალს 5-ჯერ უკეთესად წმენდს.
გამფილტრავი მოწყობილობის ბლოკთან ხდება მინიმალური რაოდენობის კომუნიკაციების გაყვანა და არ არის აუცილებელი მისი მაგარი სტაციონარული მილით კანალიზაციასთან დაკავშირება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ შენობაში ის თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული.Desjoyaux-ის აუზის კიდვ ერთი უპირატესობა მისი აწყობის სიჩქარეა.
სულ 1-2 კვირის ვადაში შესძლებელია ნებისმიერი ფორმისა და ზომის აუზის აგება.
აუზის საფუძველი-ფიალის აწყობა ხდება არმირებული პროპილენის პანელებისგან, რომელთა ღრუებიც ბეტონით ივსება. განსაკუთრებული წესით მისი დამუშავების წყალობით ის დაცულია ნიადაგის მიკროორგანიზმების დამანგრეველი ზემოქმედებისგან.
შიგნიდან ფიალის ზედაპირი იფარება ლაინერით, რომელც ამავე დროს წარმოადგენს დეკორატიულ მოპირკეთებასაც და აუზის იდეალურ ჰიდროიზოლაციასაც. თქვენი სურვილისამებრ ლაინერი შეიძლება იყოს თეთრი, ცისფერი, ლურჯი, ზღვის ტალღისფერი ან მოზაიკიანი.Desjoyaux-ის მოწყობილობის უპირატესობით სარგებლობა შეუძლიათ ასევე უკვე არსებული აუზების მფლობელებს. ფილტრაციის ბლოკი ადვილად მონტაჟდება ნებისმიერი ტიპის აუზზე