ბიოაქტივატორები

ლოკალური გამწმენდი ნაგებობებისთვის, სანაგვე ორმოებისა და სააგარაკო ტუალეტებისთვის

ბიოაქტივატორი განკუთვნილია  სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ტიპის ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდისთვის. მის შემადგენლობაში შედის  ბაქტერიები, საფუარი და ენზიმები, რომელიც აჩქარებს  ჩამდინარე წყლის შემადგენლობის დაშლას ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებად.

ბიოაქტივატორის მოქმედება

  • რეგულარული მოხმარების შემთხვევაში ხდება აქტიური ბაქტერიული ფლორის  ნორმალიზება, რაც ხელს უწყობს ადამიანის ცხოველმოქმედების ნარჩენების აქტიურ  ბიოლოგიურ გადამუშავებას;
  • ამცირებს მყარი ნარჩენების  მასებს 80%-მდე;
  • აქრობს  უსიამოვნო სუნს, ხელს უშლის რეაქტიული გაზების წარმოქმნას;
  • ანადგურებს დაავადებების გამომწვევ მიკრობებს;
  • ამცირებს  ჩამდინარე მასების მოცულობას სანაგვე ორმოში;
  • ხელს უშლის ლოკალური გამწმენდი ნაგებობებისა და სანაგვე ორმოების ფსკერზე ნალექის და ზედაპირზე  შენადენების წარმოქმნას;
  • წმენდს და აუმჯობესებს საკანალიზაციო და სადრენაჟე მილების გამტარუნარიანობას;
  • აღადგენს დრენაჟის გამტარუნარიანობას;
  • ამარტივებს მუშაობას, ამცირებს ფეკალური ტუმბოებისა და  საქაჩი სადგურების ცვეთას;
  • არ საჭიროებს  საასენიზაციო მანქანის გამოძახებას დიდი ხნის განმავლობაში.
  • ბიოაქტივატორი მედეგია სარეცხი საშუალებებისა და ფხვნილების  საყოფაცხოვრებო გამოყენების მიმართ. ასევე ის ეკოლოგიურად უსაფრთხო ნატურალური პროდუქტია, ვინაიდან არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, ბიოლოგიურად მთლიანად იშლება, არ არის ტოქსიკური, უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვისა და მცენარეებისთვის, არ აზიანებს მილებს.

 გამოყენების ინსტრუქცია:

საწყისი დოზა: 2 სუფრის კოვზი ბიოაქტივატორი 1მ3 ჩამდინარე მასების მოცულობაზე  გახსენით ოთახის ტემპერატურის 5 ლ. წყალში, დატოვეთ 15-20 წუთი. ამის შემდეგ გამზადებული ნაზავი ჩაასხით სახლში არსებულ ნებისმიერ სანიტარულ კვანძში ან სანაგვე ორმოში (სააგარაკო ტუალეტი). ერთი კვირის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ. შემდეგში გამოიყენეთ დოზა: 1 სუფრის  კოვზი პრეპარატი ჩამდინარე მასების 1მ3 მოცულობაზე 2 კვირაში ერთხელ.  ბიოაქტივატორი აქტიურია თხევად გარემოში.

ყურადღება!

 ანტიბიოტიკების  ან ქიმიური საშუალებების ჭარბი რაოდენობით  გამოყენების შემთხვევაში  გაზარდეთ  პრეპარატის დოზა 2-ჯერ.

 შეფუთვა: პლასტმასის ქილა 120 გრ., 250 გრ., 500 გრ., 720 გრ., 1440 გრ., 2000 გრ.

გამოშვების ფორმა: თეთრი ფერის ფხვნილი

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი შეფუთვაზე მითითებული დამზადების თარიღიდან.

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, არ გაყინოთ. ბაქტერიები იმყოფება სპორების ფორმაში, რაც უზრუნველყოფს შენხავის კარგ პირობებს.

სიფრთხილის ზომები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით. თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, კარგად დაიბანეთ თვალები წყლით.

ბიოაქტივატორი სერტიფიცირებულია და შეესაბამება  უკრაინის სანიტარული კანონმდებლობის წესებს და მისი გამოყენება დაშვებულია უკრაინის ტერიტორიაზე.

სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური  ექსპერტიზის დასკვნა #05.03.02-03/85622, თარიღი 23.08.2011 წ.